თავად მიხეილ სააკაშვილი კი, რომელიც შიმშილობას განაგრძობს, მხარდამჭერებს არჩევნების შემდგომი რევოლუციისკენ მოუწოდებს, რათა ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალოს. საქართველოს უშიშროების სამსახური უკვე გამოეხმაურა ამ მოწოდებას და განაცხადა, რომ ხელისუფლების ძალადობრივი დამხობისკენ მოწოდება სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
გარდა რუსთავის ციხესთან აქციისა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, თბილისში 6 ნოემბრისთვის დაგეგმილი დიდი მიტინგის წინ, საპროტესტო აქციებს მართავენ რეგიონებშიც. „ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიციურ კოალიციაში შემავალი სხვა პარტიები უნდობლობას უცხადებენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს.