COVID-19 - ბოლო ცნობები

ეპიდემიოლოგები საველე ჰოსპიტლების გახსნას არ გამორიცხავენ

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში ინფიცირების 6.024 ახალი შემთხვევა გამოვლინდა; გარდაიცვალა 49 ადამიანი.
Sputnik
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება ყოველდღიურად უარესდება, გამორიცხული არაა, რომ საველე ჰოსპიტლების გახსნის აუცილებლობა ისევ დადგეს, განაცხადა ტელეკომპანია Rustavi-2-ის ეთერში საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორმა, ეპიდემიოლოგმა ოთარ ჩოკოშვილმა.
მისი თქმით, მიუხედავად გართულებული ეპიდვითარებისა, ქვეყანაში ახალი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება. საკმარისი იქნება მოქმედი რეგულაციების დაცვაზე კონტროლის გამკაცრება.
„საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობაა. არც ისე მაღალია იმ რეგულაციების დაცვის მაჩვენებელი, რომელიც კოვიდის საწინააღმდეგოდ დადგინდა. თუ ასე გაგრძელდება მდგომარეობა, გარკვეული პერიოდის შემდეგ დღის წესრიგში შეიძლება დადგეს ე.წ. საველე ჰოსპიტლების გახსნის საჭიროება", – განაცხადა ჩოკოშვილმა.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ცერცვაძე ანტივაქსერებს: არ გინდა აცრა, მაშინ შეეგუე ერთგვარ დისკომფორტს
ზოგიერთი სპეციალისტი შექმნილ ვითარებას ვაქცინაციის დაბალი ტემპით ხსნის და ხელისუფლებას მოსახლეობისთვის დამატებითი მასტიმულირებელი ღონისძიებების შემოღებისკენ მოუწოდებს. ერთ-ერთ ასეთ ღონისძიებად ისინი ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის ე.წ. მწვანე პასპორტების შემოღებას ასახელებენ.
„ვაქცინაციის ტემპი ძალიან დაბალია და მოსახლეობას ვაქცინის გაკეთებისკენ მოვუწოდებ. აუცილებელია რეკომენდაციების მკაცრად დაცვა, ნიღბის ტარება, სოციალური დისტანცია“, – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ნოდარ ჩიმაკაძემ, რომელიც მხარს უჭერს ქვეყანაში უფრო მკაცრი შეზღუდვების შემოღებას.
ბოლო დღე-ღამეში საქართველოში ინფიცირების 6.024 ახალი შემთხვევა გამოვლინდა; გარდაიცვალა 49 ადამიანი.
ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 735.965 შემთხვევა დაფიქსირდა.