COVID-19 - ბოლო ცნობები

ცერცვაძე ანტივაქსერებს: არ გინდა აცრა, მაშინ შეეგუე ერთგვარ დისკომფორტს

სექტემბერ–ოქტომბერში ვაქცინაციის ტემპმა მნიშვნელოვნად დაიკლო. ბოლო ორ თვეში აცრის ყოველდღიური მაჩვენებელი 5 ათასს არ აჭარბებდა.
Sputnik
თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. საქართველომ ე.წ. მწვანე კოვიდ-პასპორტი უნდა შემოიღოს და ვაქცინირებულ ადამიანებს გარკვეული პრივილეგიები მიეცეთ, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, ცერცვაძე არ ემხრობა ქვეყანაში ახალი კოვიდ-რეგულაციების შემოღებას და აცხადებს, რომ უნდა მოხდეს მოქმედ რეგულაციებზე კონტროლის გამკაცრება.

„შეზღუდვების გამკაცრებას პირადად მე არ ვემხრობი, თუმცა ვემხრობი ე.წ. მწვანე კოვიდ-პასპორტების შემოღებას. ის, ვინც წარმოადგენს კოვიდ-პასპორტს, მას გარკვეულ სივრცეებში – რესტორნებში, მაღაზიებში, სასტუმროებში – აქტივობისთვის პრივილეგიები უნდა მიეცეს. თუ შენ ამჯობინებ, რომ არ გინდა აცრა, მაშინ შეეგუე ერთგვარ დისკომფორტს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ცერცვაძემ მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისკენ და კოვიდ-რეგულაციების მაქსიმალური დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
კოვიდ-პასპორტის მოთხოვნას მხოლოდ ის ადამიანები შეძლებენ, ვისაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზა ექნება გაკეთებული.
COVID-19 - ბოლო ცნობები
მნიშვნელოვანია კომუნიკაცია და არა იძულება: ტიკარაძე ვაქცინაციაზე
2 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარებულია 1.982.593 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 1.038.193 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 36,5%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 942.397 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 33%. 1 ნოემბერს აიცრა 3.369 ადამიანი.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა გასულ კვირაში უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოში უკვე შეიტანა პაკეტი, რომელიც ე.წ. მწვანე პასპორტებისა და გარკვეულ ჯგუფებში სავალდებულო ვაქცინაციის შემოღებას ითვალისწინებს.
სექტემბერ–ოქტომბერში ვაქცინაციის ტემპმა მნიშვნელოვნად დაიკლო. ბოლო ორ თვეში აცრის ყოველდღიური მაჩვენებელი 5 ათასს არ აჭარბებდა.