მსოფლიო დღეს

WhatsApp აღარ იმუშავებს: დასახელდა სმარტფონები, რომლებიც მესენჯერს ვეღარ გამოიყენებენ

Sputnik
თბილისი, 2 ნოემბერი − Sputnik. ოპერაციულ სისტემა Android-სა და iOS-ზე მომუშავე ათობით სმარტფონზე 1 ნოემბრიდან მესენჯერი WhatsApp აღარ მუშაობს, ნათქვამია მესენჯერის საინფორმაციო ცენტრის განცხადებაში.
WhatsApp-ის ახალი მოთხოვნების თანახმად, მესენჯერი იმუშავებს მხოლოდ iPhone iOS10-ზე და ასევე Android 4.1-ზე ან კიდევ უფრო ახალ ვერსიაზე. ამ უკანასკნელს უნდა შეეძლოს SMS-ების ან ზარების მიღება პროცესში ნომრის დადასტურების შემთხვევაში.
ამიერიდან WhatsApp-ი აღარ იმუშავებს: iPhone SE0-ზე, iPhone 6S-სა და iPhone 6S Plus-ზე, თუ მფლობელები მათ iOS-ის უახლეს ვერსიამდე არ განაახლებენ.
რაც შეეხება ძველი Android-სმარტფონების მფლობელებს, იმისათვის, რომ მესენჯერით ისარგებლონ, გაჯეტის გამოცვლა მოუწევთ.
„შავ სიაში“ მოხვდნენ: Sony Xperia Arc S, Samsung Galaxy SII და ათობით სხვა სმარტფონი, რომელთა განახლება უკვე აღარ ხდება.