როგორ გამოიყურება ვულკანის ფერფლში გახვეული კუნძული ლა-პალმა – ფოტო

უკვე თითქმის ორი თვეა, რაც კანარის კუნძულ ლა-პალმაზე ვულკანი კუმბრე-ვიეჰა იფრქვევა.
Sputnik
კუნძულ ლა-პალმას მახლობლად მდებარე კუნძულ ლა-გომერას მთავრობის ხელმძღვანელმა კასიმირო კურბელომ ვულკანის ამოფრქვევის შესაჩერებლად ბომბის ჩამოგდების იდეა წამოაყენა.
ეს მეთოდი გამოიყენეს სიცილიაზე ვულკანის ამოფრქვევის დროს 1983 წელს და 1991-1993 წლებშიც, თუმცა ბომბები თვითმფრინავიდან არ ჩამოუყრიათ, ისინი მიწაში განათავსეს. ყოველ შემთხვევაში, ამის შემდეგ ლავამ მიცემული მიმართულებით დინება დაიწყო.
1 / 10

ვულკანურმა ფერფლმა 900 ჰექტრამდე ტერიტორია დაფარა

2 / 10

კუნძულზე განადგურდა დაახლოებით 2300 შენობა

3 / 10

19 სექტემბრის შემდეგ ვულკანიდან რეგულარულად ამოედინება ლავა, ასევე იფრქვევა გაზი და ფერფლი

4 / 10

გარდა ამისა, კუნძულზე ფიქსირდება ინტენსიური სეისმური აქტივობა. 23 ოქტომბერს ლა-პალმაზე 4,9 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრაც მოხდა

5 / 10

სასაფლაო ლას-მანჩასი ფერფლმა დაფარა, ლავის მდინარე კი მის მახლობლად - 200 მეტრის დაშორებით გაჩერდა

6 / 10

კუნძულის მკვიდრები წელს სასაფლაოზე ვერ წავლენ 1 და 2 ნოემბერს, ყველა წმინდანისა და მიცვალებულთა დღეებში

7 / 10

საფლავები ჯერჯერობით არ დაზიანებულა, თუმცა სასაფლაო დაკეტილია

8 / 10

სპეციალისტებმა დააფიქსირეს, რომ ვულკანის ამოფრქვევასთან ერთად ცხოველების ქცევა მნიშვნელოვნად შეიცვალა. ყველაზე მეტად ქვეწარმავლები დაზარალდნენ, რადგან ლავამ ამოავსო ადგილები, სადაც ისინი თავს აფარებდნენ

9 / 10

დაახლოებით 70 კილომეტრიანი გზა ფერფლის უდაბნოდ იქცა

10 / 10

ესპანეთის კუნძულზე ვულკან კუმბრე-ვიეჰას ამოფრქვევა ბოლო ხუთი საუკუნის განმავლობაში ყველაზე დამანგრეველი იყო