თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 3 ნოემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ჩუღურეთის რაიონი
10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის, ეროსი მანჯგალაძის, მიხეილ მესხის, ხუდადოვის, ნოე ჩხიკვაძის, არგვეთის, მანგლისის, ნინო ტყეშელაშვილის, ქურდიანის, ცოტნე დადიანის, ზაქრაძის, ლალიონის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, ჩუბინაშვილის, ივანე ჯავახიშვილის, მარჯანიშვილის, ნინოშვილის, კიტა აბაშიძის, ზურაბ ჭავჭავაძის და ზურაბ ჩაჩუას ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის I კვარტლის, სამტრედიის (ნაწილობრივ), მიხეილ ჭიაურელის, ლუბლიანას და ნოდარ ბოხუას ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩიტაძის, კრავეიშვილის და ინგოროყვას (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, აბანოს, ბოტანიკურის, შოთა ნიშნიანიძის, სამღებროს, სანაპიროს, საადის, ირგვლივის, დიმიტრი გულიას, სადგურის და კოტე აფხაზის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის და კოსტავას ქუჩის მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, ბახტრიონის, საბურთალოს და სულხან ცინცაძის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ბერძენიშვილის, მოსაშვილის, ფალიაშვილის და კავსაძის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.