საქართველოს და სომხეთის თავდაცვის მინისტრებმა რეგიონული უსაფრთხოება განიხილეს

სომხეთისა და საქართველოს თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებმა რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
Sputnik
თბილისი, 2 ნოემბერი - Sputnik. სომხეთისა და საქართველოს თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებმა არშაკ კარაპეტიანმა და ჯუანშერ ბურჭულაძემ სამშაბათს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ვითარება განიხილეს, იტყობინება Sputnik-სომხეთი.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილური განვითარების აუცილებლობას.
მხარეებმა ასევე იმსჯელეს საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების პრობლემებზე, თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე.
პრემიერის ინიციატივა: თბილისი, როგორც ბაქოსა და ერევნის მოლაპარაკებების პლატფორმა
ორმხრივ მოლაპარაკებებს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში წინ უძღოდა ქართველი მინისტრის დახვედრის საზეიმო ცერემონია.
სომხეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ წიწერნაკაბერდის მემორიალურ კომპლექსსაც ეწვევა.