ნუცა ბუზალაძე რუსული მუსიკალური შოუს ჟიურის წევრად მიიწვიეს

Sputnik
ნუცა ბუზალაძე, მიუხედავად პანდემიისა, აქტიურ მუსიკალურ და სასცენო მუშაობას განაგრძობს. ახლახან ის რუსული მუსიკალური პროექტის Ну-ка, все вместе! ჟიურის წევრად მიიწვიეს, რის შესახებაც ინფორმაცია რადიო „ფორტუნას“ გაანდო.
ნუცა ამ პროექტის ორგზის მონაწილე და ფინალისტია. მისი თქმით, ის 100-კაციან ჟიურიში იქნება.

„ეს შეთავაზება მივიღე მას შემდეგ, რაც კომპოზიტორი, რომელმაც სიმღერა დამიწერა, თბილისში იყო ჩამოსული. მან მითხრა, რომ პროდიუსერებს ჩემი მიწვევა სურდათ და, რა თქმა უნდა, დავთანხმდი“, – ამბობს ნუცა.

მომღერლის თქმით, გადაღებები ორ თვეში დაიწყება. ჩაწერები დიდხანს გრძელდება, ბევრ მომღერალს უსმენენ და ძალიან დამღლელი იქნება, მაგრამ ორმაგად ნერვიულობს ყველა კონკურსანტზე, რადგან თავადაც აქვს გავლილი ეს გზა.