ნიგერიაში მრავალსართულიანი სახლი ჩამოინგრა: ნაპოვნია სამი გადარჩენილი – ვიდეო

სახლის ნგრევის მომენტში ადგილზე დაახლოებით 100-მდე მშენებელი იმყოფებოდა. ისინი უგზო-უკვლოდ დაკარგულებად მიიჩნევიან.
Sputnik
ნიგერიის ქალაქ ლაგოსში 21-სართულიანი სახლი ჩამოინგრა და ქვეშ 100-მდე მუშა მოიყოლა.
მაშველებმა ნანგრევებიდან სამი გადარჩენილი ამოიყვანეს. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამ დროისათვის გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია შვიდი ადამიანი. გრძელდება სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.