COVID-19 - ბოლო ცნობები

5.553 ახალი შემთხვევა: კოვიდ-სტატისტიკა განახლდა

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 669.822 ადამიანი; ჩატარებულია 1.982.593 აცრა, ერთ დღეში აცრილია 3.369 ადამიანი.
Sputnik
თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 5.553-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 726.941-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 669.822 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 4.223), გარდაიცვალა – 10.136 (ბოლო 24 საათში – 47). კარანტინის რეჟიმშია 33, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.493 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.103 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 48.901 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 36.630, PCR–ტესტით – 12.271.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 11,36%, ბოლო 14 დღის – 9,02%, ბოლო 7 დღის – 9,06%.
სულ ჩატარებულია 1.982.593 აცრა, ერთ დღეში აცრილია 3.369 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.