ცესკო ბიულეტენებს ითვლის – რა ხდება სპორტის სასახლეში

საოლქო კომისიებმა 201 საარჩევნო უბნიდან ხმები ხელახლა დაითვალეს. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არჩევნების შედეგები უცვლელი დარჩა, განაცხადა ცესკოს ხელმძღვანელმა გიორგი კალანდარიშვილმა. როგორ მიმდინარეობდა ხმების გადათვლა - იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში.
Sputnik
ხმების ხელახლა დათვლის პროცესი სპორტის სასახლეში გაიმართა. ყველაფერი აისახა ვიდეოზე, რაც ცესკოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება. ხმების გადათვლის გადაწყვეტილება ცესკომ არჩევნების მეორე ტურის შემდეგ მიიღო.
კომისიებმა თითოეული ოლქიდან შვიდი უბნის შედეგები გადაამოწმეს. კალანდარიშვილის თქმით, სულ გადაითვალა 194 უბნის ხმები. 172 უბანზე შედეგები უცვლელი დარჩა, დანარჩენ შემთხვევებში გამოვლინდა უმნიშვნელო ცვლილებები, რამაც გავლენა ვერ იქონია არჩევნების შედეგებზე.
რაც შეეხება მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურს, ცესკომ 33 საარჩევნო უბნის ხმები გადათვალა. 27 მათგანში შედეგები უცვლელი დარჩა. დანარჩენ შემთხვევებში შესწორებების რაოდენობა ასევე უმნიშვნელო აღმოჩნდა, რის გამოც არჩევნების შედეგები არ შეცვლილა.