მსოფლიო დღეს

მოიწყინა და იმიტომ ჩაეძინა: ტრამპმა ბაიდენის ვიდეოზე კომენტარი გააკეთა

Sputnik
თბილისი, 2 ნოემბერი − Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გლაზგოს კლიმატის სამიტზე ჩაეძინა, ვინაიდან ვერ გაუძლო საუბრებს „ყალბ გლობალურ დათბობაზე“ და მოიწყინა, აცხადებს ექს-პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
გუშინ სოციალური ქსელებით გავრცელდა ვიდეო სამიტის ტრანსლაციიდან, რომელზე აშშ-ის 78 წლის პრეზიდენტია აღბეჭდილი. ვიდეოზე მკერდზე გულხელდაკრეფილი ჯო ბაიდენია აღბეჭდილი, რომელიც რამდენიმე წამით ხუჭავს თვალებს, შემდეგ ახელს და კვლავ ხუჭავს თითქმის წუთ-ნახევრით. ამ მომენტში მასთან მიდის ამერიკული დელეგაციის წევრი და პრეზიდენტს რაღაცას ჩასჩურჩულებს ყურში.

„ბაიდენმაც კი ვერ გაუძლო იმას, რომ ამდენჯერ მოესმინა ყალბი გლობალური დათბობის შესახებ... ბაიდენი ევროპაში გამგზავრებისას აცხადებდა, რომ გლობალური დათბობა ყველაზე მაღალი პრიორიტეტია, და მთელი მსოფლიოს თვალწინ კი ჩაეძინა კონფერენციაზე. ვისაც ამ საკითხისადმი ჭეშმარიტი რწმენა და ენთუზიაზმი აქვს, არასდროს ჩაეძინება!“ − ნათქვამია ტრამპის განცხადებაში.

გლაზგოში კონფერენცია СОР26 31 ოქტომბერს დაიწყო და ის 12 ნოემბრამდე გასტანს. სამიტზე იგეგმება მთელი რიგი დოკუმენტების მიღება სათბური გაზების გამოფრქვევის შემცირებასთან და ნახშირბადოვანი ნეიტრალობის მიღწევასთან დაკავშირებით.