დიზაინერმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ცოტა ხნის წინ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც საკუთარ ძაღლს უბრაზდება და ამ დროს ჯერ „მაქსის“ შემდეგ კი „ფრონკის“ ეძახის.
ახალი ამბავი არაა, რომ თბილისის მერის კახა კალაძის და დიზაინერ ანუკი არეშიძის ოჯახში ძაღლები ოჯახის ყველა წევრს ძალიან უყვარს, განსაკუთრებით ბავშვებს, რომელთა მხიარულ ვიდეოებს და ფოტოებს მათი პოპულარული მშობლები ხშირად აქვეყნებენ სოციალურ ქსელში.
კახა კალაძის ოჯახი წყნეთში ცხოვრობს. თბილისის მერს და დიზაინერ ანუკი არეშიძეს ოთხი ვაჟი – ლევანიკო, კახი, ვაჩე და ნიკოლა ჰყავთ, რომელთაგან ყველაზე უმცროსი ნიკოლა კალაძეა.