ვერაზე მასაჟის სალონში ჩინელი ქალი მოკლეს

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა მკვლელობის მიზეზი. ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
Sputnik
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. ვერაზე მდებარე ერთ-ერთ მასაჟის სალონში ახალგაზრდა ჩინელი ქალი მოკლეს, იუწყება ქართული მასმედია.
შემთხვევა ახვლედიანის ქუჩაზე დღეს, გამთენიისას მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ასევე დაჭრილია ჩინეთის კიდევ ერთი მოქალაქე.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მომხდარი ფაქტის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისათვის უცნობია.