თბილისში გაიმართება სიმფონიური მუსიკის კონცერტი „ენიგმა“

საღამო ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით გაიმართება.
Sputnik
თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში შაბათს, 6 ნოემბერს სიმფონიური მუსიკის კონცერტი გაიმართება. სცენაზე აჟღერდება ლუდვიგ ვან ბეთჰოვენისა და ედუარდ ელგარის ნაწარმოებები.
თბილისის სიმფონიური ორკესტრი რევაზ ჯავახიშვილის დირიჟორობით შეასრულებს ელგარის სიმფონიურ ვარიაციებს „ენიგმა“.
ასევე შესრულდება ბეთჰოვენის მეოთხე საფორტეპიანო კონცერტი ორკესტრთან ერთად, რომელსაც საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, პიანისტი მამიკონ ნახაპეტოვი შეასრულებს.
კონცერტი 19:30 საათზე დაიწყება. ღონისძიება კოვიდ-რეგულაციებიდან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით ჩატარდება.