„ეს ისევ ძველ წონას დაუბრუნდა?“ – მარიტა როხვაძის ახალ ვიდეოს სოციალურ ქსელში განიხილავენ

ახალგაზრდა შემსრულებელი ზედმეტ კილოგრამებს დიდი ხნის მანძილზე ებრძოდა.
Sputnik
მარიტა როხვაძის პანდემიისას მომატებული რვა კილოგრამი მაყურებელს ყურადღების მიღმა არ დარჩენია. „PosTV“-ს დილის გადაცემაში სტუმრობისას ჩაწერილმა ვიდეომ სოციალური ქსელის მომხმარებლების ყურადღება მიიპყრო.
„ეს გასუქებულა ისევ“, „ეს ისევ ძველ წონას დაუბრუნდა. სამწუხაროა“, „გიხდება მომატება“, – უწერენ მომღერალს. ცოტა ხნის წინ მომღერალი ნოე ჟორჟოლიანის შოუს ესტუმრა და ისაუბრა იმის შესახებ, როგორ აბულინგებდნენ ზედმეტი წონის გამო.

„ახლა წონას გადავეკიდე, იმიტომ რომ კარანტინში რვა კილო მოვიმატე. მივხვდი, რომ ასე აღარ შეიძლებოდა გაგრძელება. გამახსენდა ღრმა ბავშვობა. ისეთს მაბულინგებდნენ და ისეთებს მიკეთებდნენ, რას ჰგავს, ფუ, ეს მახინჯი ჩამოათრიეთ სცენიდანო. მერე, როცა გავხდი და წონაში დავიკელი, თავდაჯერებული გავხდი, ფუ, აგი რაფერ განაშდაო“, – განაცხადა მომღერალმა.

მარიტა პირველად პროექტ „საქართველოს ვარსკვლავში“ გამოჩნდა. ფუმფულა გოგონამ მაყურებლების პოზიტიური დამოკიდებულება კი დაიმსახურა, მაგრამ თავად მარიტას საკუთარი წონა აწუხებდა. პირადი ცხოვრებაც წარუმატებლად ეწყობოდა და საყვარელ კაბებს ვერ ირგებდა. მას შემდეგ 21 კილოგრამი დაიკლო.