ლავროვი: ნატო ცდილობდა ცხოვრება ესწავლებინა რუსეთისთვის

Sputnik
თბილისი, 1 ნოემბერი − Sputnik. რუსეთი-ნატოს საბჭოს სხდომებზე ალიანსს სურდა ესწავლებინა მოსკოვისთვის ცხოვრება, იყენებდა რა სხდომებს პროპაგანდისა და ზეწოლისთვის, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაზეთ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში.

„ნატოს, როცა ჯერ კიდევ იყო რუსეთი-ნატოს სხდომები, მხოლოდ ის სურდა, რომ ჩვენთვის ცხოვრება ესწავლებინა, ყოველ ჯერზე ითხოვდა რა საბჭოს ჩატარებას უკრაინაზე სამსჯელოდ. მათი ინტერესი იყო, გაეძლიერებინათ პროპაგანდა და ზეწოლა მოეხდინათ რუსეთზე“, − განაცხადა ლავროვმა.

ლავროვმა მანამდე განაცხადა, რომ რუსეთი საპასუხო ზომებს მიიღებდა ნატოში ელჩების გამოძევებასთან დაკავშირებით: გარდა იმისა, რომ მოსკოვში ნატოს სამხედრო მისიის მუშაობა ჩერდება, ასევე საქმიანობას წყვეტს მისი საინფორმაციო ბიუროც.
რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობა ნატოში მუშაობას ასევე შეაჩერებს დღეს, 1 ნოემბერს, ან ოდნავ მოგვიანებით. რუსეთთან კონტაქტისთვის ალიანსს, როგორც ლავროვმა აღნიშნა, შეუძლია ბელგიაში რუსეთის ფედერაციის ელჩს მიმართოს.