არჩევნები 2021

გახარია: „ეს არჩევნები არც თავისუფალი ყოფილა, არც სამართლიანი“

საქართველოს ექს-პრემიერმა განაცხადა, რომ დაუშვებელია არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება.
Sputnik
თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერმა, ქვეყნის ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ მკაცრად გააკრიტიკა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.
30 ოქტომბერს საქართველოში არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. მოქალაქეებმა 20 ქალაქისა და მუნიციპალიტეტის მერები, ასევე 24 ოლქში საკრებულოების მაჟორიტარი დეპუტატები აირჩიეს.
ეს არჩევნები არც თავისუფალი ყოფილა, არც სამართლიანი. ჩვენ სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსისა და ფულის ბოროტად გამოყენებაზე. საჯარო სექტორის პოლიტიკური მიუკერძოებლობა გარანტირებული უნდა იყოს. სხვაგვარად რისკია, ხმის მიცემა უაზრო შოუდ იქცეს“, – დაწერა გახარიამ Twitter-ში.