თბილისი, 1 ნოემბერი − Sputnik. დიდი ოცეულის სამიტზე, რომელიც რომში ჩატარდა 30-31 ოქტომბერს, ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა დედამიწაზე კლიმატის შენაჩუნება იყო. სამიტის მონაწილეების გადაწყვეტილებით, პლანეტაზე 2030 წლამდე დაახლოებით ტრილიონი ხე დაირგვება.
შესაბამის დეკლარაციას G20-ის წევრი ქვეყნების ყველა ლიდერმა მოაწერა ხელი.
აღინიშნება, რომ განსაკუთრებული ყურადღება პლანეტის გაუკაცრიელებულ ეკოსისტემებს მიექცევა.
„ვიზიარებთ ამბიციურ მიზანს – ერთობლივად დავრგოთ 1000 მილიარდი ხე, გავამახვილებთ რა ყურადღებას პლანეტის ყველაზე მეტად დეგრადირებად ეკოსისტემებზე“, − ნათქვამია დეკლარაციაში, რომლის სრული ტექსტიც კიჯის სასახლემ გამოაქვეყნა.
ამასთან სამიტის მონაწილეებმა მოუწოდეს სხვა ქვეყნებს, გააერთიანონ ძალისხმევები ამ გლობალური მიზნის მისაღწევად, რაც „კლიმატის პროექტებში კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართვითაცაა“ შესაძლებელი.
მიუხედავად ამ დეკლარაციის მიღებისა, მანამდე გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერიშმა განაცხადა, რომ G20-ის რომის სამიტმა ვერ გაამართლა კლიმატური მოლოდინები. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.
როგორც გუტერეში აცხადებს, მან რომი „დაუკმაყოფილებელი იმედებით“ დატოვა, თუმცა ეს იმედები ჯერჯერობით მთლად დასამარებული არ არის, ვინაიდან წინ არის გლაზგოს კონფერენცია COP26. გენმდივანს იმედი აქვს, რომ ამ შეხვედრაზე, რომელიც 31 ოქტომბერს დაიწყო და 12 ნოემბრამდე გასტანს, „შესაძლებელი იქნება ფინანსებთან და ადამიანების პლანეტასთან ადაპტაციასთან დაკავშირებული დაპირებების შესრულება“.