მედუზების ბალეტი და ცხოვრების ხე: European Wildlife Photographer-ის გამარჯვებულები

გერმანიის ბუნების ფოტოგრაფიის საზოგადოება ყოველწლიურად ავლენს საუკეთესო ნამუშევრებს და ირჩევს გამარჯვებულ სურათებს. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში კონკურსის European Wildlife Photographe გამარჯვებულები.
Sputnik
European Wildlife Photographer of the Year – ბუნების ფოტოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კონკურსია.
წელს ესპანელმა ფოტოგრაფმა ანხელ ფიტორმა ჟიური აღაფრთოვანა მედუზების ბალეტის ფოტოთი და მთავარი პრიზიც მოიგო.
კონკურსის ჟიურიმ 36 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეების 19 ათასზე მეტი ფოტო დაათვალიერა, რათა გამოერკვია გამარჯვებულები რვა ძირითად კატეგორიაში: „ფრინველები“, „ძუძუმწოვრები“, „სხვა ცხოველები“, „მცენარეები და სოკოები“, „პეიზაჟები“, „წყალქვეშა სამყარო“, „ადამიანები და ბუნება“ და „ბუნების სტუდია“.
კონკურსის მონაწილეებზე 32 ათასი ევროს ოდენობის საპრიზო ფონდი გადანაწილდა, ხოლო გამარჯვებულმა 3 ათასი ევრო მიიღო.
1 / 12

ფოტოგრაფმა ანხელ ფიტორმა ჟიური აღაფრთოვანა მედუზების ბალეტის სცენით. მას ევროპის ველური ბუნების წლის ფოტოგრაფის წოდება მიანიჭეს

2 / 12

ბრიტანელი დენი გრინის „წვიმის შემდეგ“

3 / 12

კატეგორიაში „ფრინველები“ გაიმარჯვა ტერიე კოლაასმა ნამუშევრით „ფრთოსანთა მიგრაცია“

4 / 12

ანდრეს ლუის დომინგეს ბლანკოს „მომღერალი მზესუმზირებში“ გახდა 14 წლამდე ახალგაზრდა ფოტოგრაფების ნამუშევრებს შორის გამარჯვებული

5 / 12

ანეტ მოსბაჰერის „სიცოცხლის ხემ“ კონკურსის საუკეთესო პეიზაჟის ტიტული მოიპოვა

6 / 12

ფაბრის გერინის ზღვის ბალეტმა პირველი ადგილი დაიმსახურა კატეგორიაში „წყალქვეშა სამყარო“

7 / 12

ჯასპერ დასტის ნამუშევარი

8 / 12

ემილ სეშოს „სპექტაკლი“

9 / 12

ტობიას რიხტერის „თრთვილმა“ პირველობა მოიპოვა კატეგორიაში „მცენარეები და სოკოები“

10 / 12

ფრანსის დე ანდრეს „ბოსი“

11 / 12

მაგნუს ლინდგრენის „დაივერებმა“ გაიმარჯვა კატეგორიაში „ადამიანები და ბუნება“

12 / 12

15-17 წლის ფოტოგრაფებს შორის პირველი ადგილი მოიპოვა ლასე კურკელამ ციმბირული ჩხიკვის ფრენის კადრით