COVID-19 - ბოლო ცნობები

44 გარდაცვლილი: კოვიდ-სტატისტიკა განახლდა

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 665.599 ადამიანი; ჩატარებულია 1.978.857 აცრა, ერთ დღეში აცრილია 1.402 ადამიანი.
Sputnik
თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 2.141-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 721.388-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 665.599 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 5.081), გარდაიცვალა – 10.089 (ბოლო 24 საათში – 44). კარანტინის რეჟიმშია 33, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.575 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.091 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 19.886 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12.025, PCR–ტესტით – 7.861.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 10,77%, ბოლო 14 დღის – 8,94%, ბოლო 7 დღის – 8,83%.
სულ ჩატარებულია 1.978.857 აცრა, ერთ დღეში აცრილია 1.402 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.