თბილისი, 1 ნოემბერი − Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ პრეზიდენტის პოსტზე ის რეიტინგებისთვის არ არჩეულა და ამიტომ არ აღელვებს საკუთარი რეიტინგის რეკორდული ვარდნა, იუწყება Forbes-ი.
ამის შესახებ ამერიკის ლიდერმა დიდი ოცეულის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა შესაბამის კითხვაზე პასუხად.
მანამდე გამოქვეყნდა NBC-ს და Gallup-ის კვლევების შედეგები, რომელთა თანახმად, ჯო ბაიდენის საქმიანობის მოწონების რეიტინგი ამ დროისათვის 42%-ია, ხოლო მის საქმიანობას უარყოფითად აფასებს აშშ-ის მოსახლეობის 54%.
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, მისი ყურადღება მიპყრობილია არა რეიტინგების მაჩვენებლების გაუმჯობესების, არამედ უკიდურესად მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებისკენ.
„რეიტინგები იწევს და ეცემა. თავიდან ის მაღალი იყო, მერე საშუალო გახდა, მერე ისევ აიწია და ახლა დაბალია. ყველა სხვა პრეზიდენტის შემთხვევაშიც იგივე ხდება. მაგრამ მე პრეზიდენტად იმისთვის არ ავრჩეულვარ, რომ გამოკითხვების შედეგებით ვიმსჯელო, თუ როგორ ვმუშაობ“, − აღნიშნა მან.
მანამდე გავრცელებული ცნობით, ჯო ბაიდენის რეიტინგი მისი მოღვაწეობის ცხრა თვის განმავლობაში ყველა იმ პრეზიდენტზე ძლიერ დაეცა, რომლებიც აშშ-ს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჰყავდა.