თბილისი, 1 ნოემბერი − Sputnik. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეექვსე ფლოტის ფლაგმანმა Mount Whitney-მ შავი ზღვისკენ აიღო გეზი, ნათქვამია ფლოტის Twitter-ზე.
„მეექვსე ფლოტის საფლაგმანო ხომალდმა Mount Whitney-მ <...> შავი ზღვისკენ აიღო სტარტი ნატოელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ოპერაციების ჩასატარებლად“, − აცხადებს მეექვსე ფლოტის სარდლობა.
გასული კვირის ბოლოს ამერიკელმა და ნატოელმა სარდლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხმელთაშუა და შავ ზღვებში იწყება ოპერაცია, რომლის მიზანიც რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამყარებაა.
გარდა ამისა, ორი დღის წინ შავ ზღვაში ასევე შემოვიდა ამერიკული ესკადრონული ნაღმმზიდი USS Porter, რომელიც ფრთოსანი რაკეთებითაა აღჭურვილი. უკავშირდება თუ არა ამ უკანასკნელის რეგიონში გამოჩენა გამოცხადებულ ოპერაციას, არ ზუსტდება.
საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ს ინფორმაციით, ესკადრონულ ნაღმმზიდს ყურადღებით აკვირდება რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ძალები.
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ქმედებები სტაბილურობას ხელს არ უწყობს, ვინაიდან ამერიკა აქტიურად ცდილობს ნატოს წევრ შავი ზღვის ქვეყნებს კონფრონტაციული პოლიტიკისკენ უბიძგოს.