არჩევნები 2021

ხახალეიშვილი: ყველა უბნის ინფორმაცია მივიღეთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეორე ტური მოვიგეთ

ხახალეიშვილმა აღნიშნა, რომ ხვალიდანვე „ქართული ოცნების“ კანდიდატები დაიწყებენ საკუთარი ქვეყნის და ქალაქების აღმშენებლობაზე ზრუნვას.
Sputnik
თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. დავთვალეთ ყველა უბანი და ყველა უბნის ინფორმაცია მივიღეთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეორე ტური მოვიგეთ, განაცხდა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში.
არჩევნები 2021
კობახიძე: ოპოზიცია დაელოდოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს
ხახალეიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ უკევ იღებს მილოცვებს, ეს გამარჯვება კი რამდნეიმე დღეში ოფიციალურად გაფორმდება.

„მოსახლეობასთან შეხვედრების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ პირველ ტურში ბევრი ჩვენი ამომრჩეველი თვითდარწმუნებიდან გამომდინარე, რომ ჩვენი გუნდი მაინც გაიმარჯვებდა, არ მივიდა საარჩევნო ყუთებთან და ამან მოგვიტანა ის შედეგი, რაც პირველი ტურის შემდეგ დადგა. მქონდა მოლოდინი, რომ ყველა ჩემი კოლეგა წარმატებით დაასრულებდა მეორე ტურს. ნამდვილად გახარებული ვარ, რომ არჩევნებში ჩვენმა გუნდა მოიპოვა უპირატესობა“, - განაცხადა ხახალეიშვილმა.

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგების წინასწარი მონაცემების გამოქვეყნება დაიწყო. ქუთაისში დათვლილია უბნების 16,129%. პირველადი მონაცემებით ლიდერობს იოსებ ხახალეიშვილი „ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო – 53,755%. ხატია დეკანოიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კი 46,245%.
დღეს ქვეყნის მოსახლეობამ 20 მერი და 42 მაჟორიტარი დეპუტატი აირჩია. როგორც მერების, ისე საკრებულოს დეპუტატების არჩევა პირდაპირი კენჭისყრით მოხდა.