არჩევნები 2021

წალენჯიხაში არჩევნების მეორე ტურში„ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გაიმარჯვა

30 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ქვეყნის მოსახლეობამ 20 მერი და 42 მაჟორიტარი დეპუტატი აირჩია.
Sputnik
თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გაიმარჯვა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წალენჯიხის 29 საარჩევნო უბნის შედეგები სრულად დათვალა.
წალენჯიხა ჯერჯერობით ერთადერთი ადგილია, სადაც ოპოზიციის წარმომადგენელმა გაიმარჯვა.
მერობის კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:
გიორგი ხარჩილავა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"- 51.107%
გოგა გულორდავა „ქართული ოცნება– დემოკრატიული საქართველო" - 48.893%
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გარდა, ყველა დიდ ქალაქში – თბილისში, ბათუმში, ფოთში, ქუთაისსა და რუსთავში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.