არჩევნები 2021

ვინ და როგორ მოიგო: ცესკოს წინასწარი მონაცემები 15 მუნიციპალიტეტში

14 მუნიციპალიტეტში გამარჯვება მოიპოვეს მმართველი პარტიის კანდიდატებმა, ხოლო ერთში - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა.
Sputnik
თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. ხუთი თვითმმართველი ქალაქის გარდა, საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნების მეორე ტურში 15 მუნიციპალიტეტის მერები აირჩიეს.
ამომრჩევლებმა არჩევანი გააკეთეს საუკეთესო შედეგების მქონე ორ კანდიდატს შორის, რომლებმაც პირველ ტურში გამარჯვებისთვის საჭირო 50% +1 ხმა ვერ მოიპოვეს.
საარჩევნო უბნების 100%-ზე მონაცემთა დათვლის შემდეგ 14 მუნიციპალიტეტში გამარჯვება მოიპოვეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატებმა, ხოლო ერთში - წალენჯიხაში - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა.
არჩევნების მეორე ტურის შედეგები ასე გამოიყურება:
1.
ზუგდიდში – მამუკა წოწერია („ქართული ოცნება“) 51,63% და ანზორ მელია („ნაციონალური მოძრაობა“) 48,37%;
2.
ბაღდათში – კახა ენუქიძე („ქართული ოცნება“) 60,69% და გიორგი რობაქიძე („ნაციონალური მოძრაობა“) 39,31%;
3.
ქარელში – ზაზა გულიაშვილი („ქართული ოცნება“) 56,73% და ნიკოლოზ ახალკაცი („ნაციონალური მოძრაობა“) 43,27%;
4.
მარტვილში – თორნიკე ჯანაშია („ქართული ოცნება“) 51,85% და თეიმურაზ ჯანაშია („ნაციონალური მოძრაობა“) 48,15%;
5.
სენაკში – ვახტანგ გადელია („ქართული ოცნება“) 53,08% და კობა ნაყოფია („ნაციონალური მოძრაობა“) 46,92%;
6.
თელავში – ლევან ანდრიაშვილი („ქართული ოცნება“) 56,9%; გიორგი ბოტკოველი („ნაციონალური მოძრაობა“) 43,1%;
7.
ხაშურში – თენგიზ ჩიტიაშვილი („ქართული ოცნება“) 59,08% და იოსებ ბუაძე („ნაციონალური მოძრაობა“) 40,92%;
8.
ხელვაჩაურში – ზაზა დიასამიძე („ქართული ოცნება“) - 55,01% და მიშა ბოლქვაძე („ნაციონალური მოძრაობა“) – 44,99%;
9.
ხობში – დავით ბუკია („ქართული ოცნება“) 56,78% და ბესიკ შენგელია („ნაციონალური მოძრაობა“) 43,22%;
10.
წალენჯიხაში – გიორგი ხარჩილავა („ნაციონალური მოძრაობა“) 51,11% და გოგა გულორდავა („ქართული ოცნება“) 48,89%;
11.
წყალტუბოში – გენადი ბალანჩივაძე („ქართული ოცნება“) 57,17% და ზაზა მეტრეველი („ნაციონალური მოძრაობა“) 42,83%;
12.
ჩხოროწყუში – დათო გოგუა („ქართული ოცნება“) 50,88% და ბადრი ქარჩავა („ნაციონალური მოძრაობა“) 49,12%;
13.
ოზურგეთში – ავთანდილ თალაკვაძე („ქართული ოცნება“) 55,4% და კონსტანტინე შარაშენიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი) 44,6%;
14.
თიანეთში – ლევან წიკლაური („ქართული ოცნება“) 54,83% და თამაზ მეჭიაური („თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“) 45.17%;
15.
ცაგერში – გიორგი ნემსაძე („ქართული ოცნება“) 62,87% და ბესარიონ ბენდელიანი („გახარია საქართველოსთვის“) 37,13%.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ხუთივე თვითმმართველ ქალაქში ასევე იმარჯვებენ „ქართული ოცნების“ კანდიდატები.