„თელასი" თბილისის მოსახლეობის ნაწილს ხვალ ელექტროენერგიას გაუთიშავს

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 1 ნოემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გმირ კურსანტთა, ქერჩის, იპოლიტოვ-ივანოვის, ლაზოს და ბოჭორიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და სტანისლავსკის ქუჩის მოსახლეობას.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, ბელიაშვილის, ჩაჩავას, ბოცვაძის, ბალანჩიძის და ბოხუას ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბეთლემის, გომის, თუმანიანის, იერუსალიმის, ასკანის და ჯვარედინის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭონქაძის, ყიფიანის, კოტეტიშვილის, ინგოროყვას, არსენას, ვეძინის, უკლებას, კრავეიშვილის, მთაწმინდის, ბესიკის, მოსიძის და ბერიძის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭონქაძის და ჩიტაძის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის და ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თოფურიას, შავიშვილის და ნუცუბიძის ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და მეუნარგიას ქუჩის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.