არჩევნები 2021

თბილისში ბიულეტენების ნახევარზე მეტი დათვლილია: კალაძე იმარჯვებს

Sputnik
თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. მართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე არჩევნების მეორე ტურში ლიდერობს.
ამ დროისთვის თბილისის 769 უბნიდან 444 საარჩევნო უბნის მონაცემებია დათვლილი. ეს ბიულეტენების 57,737%–ია.
ბოლო მონაცემებით, კახა კალაძემ ამომრჩეველთა ხმების 55,64%, „ნაცმოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ კი 44,35% მიიღო.