არჩევნები 2021

რუსთავის მერის პოსტს ქალი პირველად დაიკავებს

30 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ქვეყნის მოსახლეობამ 20 მერი და 42 მაჟორიტარი დეპუტატი აირჩია.
Sputnik
თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. რუსთავის მერი მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი ნინო ლაცაბიძე გახდება.
ცესკოს მონაცემებით, მან ამომრჩეველთა ხმების 53,72% მიიღო, მისმა კონკურენტმა „ნაცმოძრაობიდან“ დავით კირკიტაძემ კი 46,28%.
ლაცაბიძე რუსთავის პირველი ქალი მერი იქნება.
კირკიტაძის განცხადებით, არჩევნები გაყალბდა და შედეგებს არ ცნობს. მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“ სულ მალე განაცხადებს „ბრძოლის სტრატეგიისა და მეთოდების, მათ შორის, ხელისუფლების დაუმორჩილებლობისა და ქუჩის აქციების“ შესახებ.
„ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე“, – განაცხადა ოპოზიციური პარტიის მერობის კანდიდატმა.
30 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ქვეყნის მოსახლეობამ 20 მერი და 42 მაჟორიტარი დეპუტატი აირჩია.