არჩევნები 2021

ხუთ დიდ ქალაქში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა – დათვლილია ბიულეტენების 100 პროცენტი

30 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ქვეყნის მოსახლეობამ 20 მერი და 42 მაჟორიტარი დეპუტატი აირჩია.
Sputnik
თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ხუთ დიდ ქალაქში მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ამაზე მეტყველებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემები.
ცესკოს ცნობით, ბათუმში, რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ზუგდიდში ბიულეტენების 100% დათვლილია.
საარჩევნო სუბიექტებს შორის ამომრჩეველთა ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ბათუმი
არჩილ ჩიქოვანი „ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ – 51,018%
გიორგი კირთაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 49,982%
რუსთავი
ნინო ლაცაბიძე – „ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ –53,717%
დავით კირკიტაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 46,283%
ქუთაისი
იოსებ ხახალეიშვილი „ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო – 51,64%
ხატია დეკანოიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 48,35%
ფოთი
ბექა ვაჭარაძე „ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო – 57,35%
გიორგი უგულავა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 42,65%
ზუგდიდი
მამუკა წოწერია „ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო – 51,631%
ანზორ მელია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 48,631%.