არჩევნები 2021

ქუთაისის მერი „ქართული ოცნების“ კანდიდატი გახდება

იოსებ ხახალეიშვილი მცირე სხვაობით იმარჯვებს მერის არჩევნებზე საქართველოს სიდიდით მესამე ქალაქში
Sputnik
თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისის მერი გახდება, ამას ცესკოს წინასწარი შედეგები მოწმობს.
არჩევნები 2021
თბილისის მერის პოსტზე მეორე ვადით – კალაძემ არჩევნებში გაიმარჯვა

ხახალეიშვილმა ხმების 51,643% აიღო, ხოლო ყველაზე მსხვილი ოპოზიცური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ - 48,357%.

კანდიდატებს შორის სხვაობამ მმართველი პარტიის წარმომადგენლის სასარგებლოდ 2,2 ათასი ხმა შეადგინა. პირველ ტურში სურათი კარდინალურად განსხვავებული იყო - ქუთაისში იგებდა დეკანოიძე, რომელმაც „ქართული ოცნების“ კანდიდატს 1,2 ათასი ხმით გაუსწრო.
შაბათს საქართველოში მუნიციპალური არჩევნების მეორე ტური გაიმართა. მოქალაქეები ირჩევდნენ მერებს 20 მუნიციპალიტეტში, მათ შორის დედაქალაქში და ოთხ დიდ ქალაქში - ბათუმში, ქუთაისში, ფოთსა და რუსთავში. გარდა ამისა, 24 ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები გაიმართა.
არჩევნები 2021
რუსთავის მერის პოსტს ქალი პირველად დაიკავებს
ქუთაისის მერის არჩევნების მოგების გარდა, მმართველ პარტიას ეყოლება უმრავლესობა საკრებულოში, რომელიც 35 დეპუტატითაა წარმოდგენილი. არჩევნების შედეგებით, 19 მანდატი ერგო „ქართულ ოცნებას“, 14 – „ნაცმოძრაობას“ და ორი - ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“.
„საქსტატის“ მონაცემებით, ქუთაისის მოსახლეობა 134,4 ათასს ადამიანს შეადგენს.