არჩევნები 2021

„ქართული ოცნება“ vs ოპოზიცია: როგორ გადანაწილდა ძალები დიდი ქალაქების საკრებულოებში

საქართველოს ხუთი დიდი ქალაქიდან ერთ-ერთში - ბათუმში - საკრებულო ოპოზიციის ხელში იქნება
Sputnik
თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. თვითმმართველ ქალაქებში მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ სრულ გამარჯვებას მიაღწია მხოლოდ მერების არჩევნების ნაწილში, საკრებულოს დეპუტატებთან დაკავშირებით მას ასე არ გაუმართლა.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, სიდიდით მეორე ქალაქში - ბათუმში სადეპუტატო მანდატების უმრავლესობა ოპოზიციას ერგო.
არჩევნები 2021
„ოცნება“ რამდენიმე საკრებულოში უმრავლესობის ფორმირების მიზნით მოლაპარაკებებს მართავს
როგორ შეძლებენ ერთად მუშაობას მმართველი პარტიის წარმომადგენელი მერი და ოპოზიციური საკრებულო, რთული სათქმელია. მმართველ პარტიაში უკვე განაცხადეს, რომ ამ საკითხზე ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს მართავენ.
შაბათს საქართველოში მუნიციპალური არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. მოქალაქეები ირჩევდნენ მერებს 20 მუნიციპალიტეტში, მათ შორის დედაქალაქში და ოთხ დიდ ქალაქში - ბათუმში, ქუთაისში, ფოთსა და რუსთავში. გარდა ამისა, 24 ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები გაიმართა.
ადგილობრივ ხელისუფლებას საქართველოში ოთხი წლით ირჩევენ.
ძალთა ბალანსი ხუთი თვითმმართველი ქალაქის საკრებულოში:
თბილისი
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - 29 დეპუტატი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 13 დეპუტატი
„საქართველოსთვის“ - 4 დეპუტატი
„ლელო საქართველოსთვის“ - 2 დეპუტატი
„გირჩი - მეტი თავისუფლება" - 1 დეპუტატი
„ხალხისთვის“ - 1 დეპუტატი
მოსახლეობა - 1,2 მილიონი ადამიანი
ბათუმი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 16 დეპუტატი
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - 15 დეპუტატი
„საქართველოსთვის“ - 3 დეპუტატი
„ლელო საქართველოსთვის“ - 1 დეპუტატი
მოსახლეობა - 172,1 ათასი ადამიანი
ქუთაისი
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - 19 დეპუტატი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 14 დეპუტატი
„საქართველოსთვის“ - 2 დეპუტატი
მოსახლეობა 134,4 ათასი ადამიანი
რუსთავი
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - 16 დეპუტატი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 16 დეპუტატი
„საქართველოსთვის“ - 3 დეპუტატი
მოსახლეობა 130,1 ათასი ადამიანი
ფოთი
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - 21 დეპუტატი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 10 დეპუტატი
„საქართველოსთვის“ - 4 დეპუტატი
მოსახლეობა 45,5 ათასი ადამიანი