არჩევნები 2021

„ქართული ოცნება": „ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნების საკითხი ამოწურულია

მმართველ პარტიაში აღნიშნავენ, რომ „ნაცმოძრაობა“ შემდეგ არჩევნებამდე „დასრულდება“
Sputnik
თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ არჩევნების მეორე ტურის შეჯამებისას.
ცესკოს მონაცემებით, 30 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ყველა დიდ ქალაქში, მათ შორის თბილისში გამარჯვება „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა მოიპოვეს.
„დღეს საბოლოოდ დასრულდა საუბარი „ნაცმოძრაობაზე“, სააკაშვილზე, გვარამიაზე და ა.შ.... და ხვალიდან ჩვენ დავიწყებთ ლაპარაკს თუ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეები საარჩევნო უბნებზე სამი წლის შემდეგ – 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მივლენ.
„ვფიქრობ, რომ „ნაცმოძრაობა“ მანამდე დასრულდება“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.