არჩევნები 2021

რა სამომავლო გეგმაზე მუშაობს ოპოზიცია?!

საქართველოში 30 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ქვეყნის მოსახლეობამ 20 მერი და 42 მაჟორიტარი დეპუტატი აირჩია.
Sputnik
თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. ოპოზიცია სამომავლო გეგმებზე განცხადებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის შედეგების გამოცხადების შემდეგ გააკეთებს, განაცხადა ოპოზიციის ერთ–ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა თამარ კორძაიამ.
სავარაუდოდ, დილისთვის ცესკო წინასწარ მონაცემებს გაასაჯაროვებს.
„ჩვენ არჩევნების შედეგებს უნდა დაველოდოთ და შემდეგ ვისაუბრებთ გეგმებზე. ახლა ლიდერების მთელი ყურადღება საარჩევნო კომისიებზეა გადატანილი, სადაც ხმების დათვლა მიმდინარეობს“, – განაცხადა კორძაიამ.
ადრე „ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება იზეიმეს, თუმცა, ცესკოს მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ლიდერობს.
საქართველოში 30 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ქვეყნის მოსახლეობამ 20 მერი და 42 მაჟორიტარი დეპუტატი აირჩია.
ოპოზიცია: არავის ჰქონდეს ილუზია, რომ არჩევნების ლეგიტიმურობას ვაღიარებთ