არჩევნები 2021

კობახიძე: ოპოზიცია დაელოდოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 30 ოქტომბრის არჩევნების II ტურის პირველად შედეგების გამოქვეყნება უკვე დაიწყო.
Sputnik
თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. ოპოზიციას მოუწევს, დაელოდოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, თუმცა შესაძლოა ლოდინმა არ მოუწიოთ, ვინაიდან „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და მიხეილ სააკაშვილზე საუბარია დასრულებულია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.

„ჩვენ ვნახეთ გვარამიას სიზმრები - ეს ოქმის მონაცემებია. დაელოდონ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს. მგონი არც მოუწევთ ლოდინი, „ნაცმოძრაობა“ მანამდე დამთავრდება. დღეს დასრულდა საუბარი „ნაცმოძრაობაზე“, სააკაშვილზე, გვარამიაზე და ასე შემდეგ. ხვალიდან თავიდან ბოლომდე იწყება საუბარი იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ მათი კანდიდატების გამარჯვება ასევე არის ოპოზიციური პარტიისა და ტელევიზიების გამარჯვებაც, ვინაიდან „არეულობა და ქაოსი არავის წაადგებოდა ამ ქვეყანაში“.
არჩევნები 2021
ცესკო: 14 თვითმმართველი თემიდან „ნაცმოძრაობა“ მხოლოდ წალენჯიხაში ლიდერობს
„თქვენც გჭირდებათ ამ ქვეყანაში წინსვლა და განვითარება, აქედან გამომდინარე თქვენც გილოცავთ ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას", - აღნიშნა მან.
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგების წინასწარი მონაცემების გამოქვეყნება უკვე დაიწყო – ყველა თვითმმართველ ქალაქში მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატები იმარჯვებენ.
დღეს ქვეყნის მოსახლეობამ 20 მერი და42 მაჟორიტარი დეპუტატი აირჩია. როგორც მერების, ისე საკრებულოს დეპუტატების არჩევა პირდაპირი კენჭისყრით მოხდა.