თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს უძლიერესმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (22-ე ადგილი АТР-ს რეიტინგში) მასტერსის სერიის ტურნირზე, რომლიც პარიზში 1 ნოემბერს იწყება, თავისი პირველი მოწინააღმედგის ვინაობა შეიტყო.
პირველ წრეში ბასილაშვილი ფრანგ ადრიანო მანარინოს (50) დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება. მეტოქეები ერთმანეთს ერთხელ შეხვდნენ. 2017 წელს სოფიაში გამართულ ტურნირზე ბასილაშვილმა ორ სეტში მოიგო (7:6, 7:6).
Rolex Paris Masters-ის საერთო საპრიზო ფონდი თითქმის 3,1 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო მისი მოქმედი გამარჯვებულია რუსეთის წარმომადგენელი დანიილ მედვედევი.
მიმდინარე სეზონი ბასილაშვილმა АТР-ს რეიტინგის მე-40 ადგილიდან დაიწყო. მაგრამ АТР-250-ის სერიის ორ ტურნირზე მოპოვებულმა გამარჯვებებმა (დოჰასა და მიუნხენში), ასევე ინდიან ველსში მასტერსის ფინალმა ქართველ სპორტსმენს საშუალება მისცა, მნიშვნელოვნად გაეუმჯობესებინა თავისი პოზიციები მსოფლიოს უძლიერესი ჩოგბურთელების ნუსხაში.
მიმდინარე სეზონზე ბასილაშვილმა თითქმის 1,6 მილიონი დოლარი საპრიზო თანხა გამოიმუშავა.