არჩევნები 2021

ნიკა მელია: ქვეყანაში არჩევნები არის გაუქმებული

მმართველ პარტიის ლიდერების განცხადებით, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია
Sputnik
თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. ქვეყანაში არჩევნები არის გაუქმებული და ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე, განაცხადა ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ბრიფინგზე.
30 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ქვეყნის მოსახლეობამ 20 მერი და 42 მაჟორიტარი დეპუტატი აირჩია.
ცესკოს მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში ყველა დიდ ქალაქში, მათ შორის თბილისში გამარჯვება „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა მოიპოვეს.
ძალიან ბევრია საბრძოლველი მომდევნო დღეებში, მაგრამ მინდა გითხრათ ყველაზე მთავარი – ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები მოიპარა... ხვალ ჩვენ ძალიან კონკრეტული გეგმით წარვდგებით თქვენს წინაშე. ბრძოლა იქნება უკომპრომისო, ბრძოლა იქნება ბოლომდე. პატრიული პოლიტიკა აღარ არსებობს“, - განაცხადა მელიამ.
მელიას თქმით, მმართველმა პარტიამ და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას მომავალი და წინსვლის იმედი წაართვეს. „ბიძინა ივანიშვილს შანსი მივეცით და არ გამოიყენა, მან არჩევნები ააორთქლა“, დასძინა პოლიტიკოსმა.
არჩევნები 2021
„ქართული ოცნება": „ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნების საკითხი ამოწურულია
როგორც „ნაცმოძრაობის“ ლიდერმა აღნიშნა, მას პირადად ჰქონდა კომუნიკაცია სტრატეგიულ პარტნიორთან არჩევნების დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
„მერწმუნეთ, არ არსებობს ადამიანი, ქართველი, თუ უცხოელი, სტრატეგიული პარტნიორი თუ თანამებრძოლი, ვინც არ იზიარებს ამ მოსაზრებას. აღარ არის მხოლოდ პოლიტიკოსების საბრძოლველი. ჩვენ ვიქნებით ამ ბრძოლის ავანგარდში“, – განაცხადა მელიამ.