თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში თბილისის მოქმედი მერის კახა კალაძის გამარჯვება დაადასტურა.
ამ დროისთვის თბილისის 769 უბნიდან 766 საარჩევნო უბნის მონაცემებია დათვლილი. ეს ბიულეტენების 99,61%–ია.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, კალაძემ ამომრჩეველთა ხმების 55,609% მიიღო, მისმა კონკურენტმა, „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ კი 44,391%.
30 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ქვეყნის მოსახლეობამ 20 მერი და 42 მაჟორიტარი დეპუტატი აირჩია.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გარდა, ყველა დიდ ქალაქში – ბათუმში, ფოთში, ქუთაისსა და რუსთავში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ხელისუფლებას გაყალბებაში ადანაშაულებს.