არჩევნები 2021

საქართველოს პრეზიდენტმა ერთიანობა, სიწყნარე და სიმშვიდე აირჩია

საარჩევნო უბნიდან გამოსული საქართველოს პრეზიდენტი მედიასთან მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.
Sputnik
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა და აღნიშნა, რომ ხმა ერთიანობას, სიწყნარესა და სიმშვიდეს მისცა.
„საჭირო არის ვისწავლოთ ერთიანობა, სიწყნარე და სიმშვიდე და ამას მივეცი ხმა. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პოლარიზაცია, რაც ჩვენ ვნახეთ ამ წინასაარჩევნო პერიოდში და იმის წინა პერიოდში, დასრულდება“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი არჩევანი კოტე აფხაზის ქუჩაზე 67-ე საჯარო სკოლის შენობაში განთავსებული საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
„ხმა მივეცი კახა კალაძეს“ - დედაქალაქის მერობის კანდიდატი გამარჯვებაში დარწმუნებულია
30 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის მეორე ტური ტარდება. ქვეყნის მოსახლეობა 20 მერს და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს. პირველი ტური საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდა.