არჩევნები 2021

მელია იმარჯვებს თბილისის მერობის არჩევნებზე: „მთავარი არხის“ ეგზიტპოლი

დღეს საქართველოს მოსახლეობა 20 მერს და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევდა. როგორც მერების, ისე საკრებულოს დეპუტატების არჩევა პირდაპირი კენჭისყრით მოხდა.
Sputnik
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში თბილისის მერობის არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატი ნიკა მელია ლიდერობს, ასეთია ეგზიტპოლის შედეგები, რომელიც ოპოზიციური ტელეარხ „მთავარი არხის" დაკვეთით, კომპანია „ანოვამ“ ჩაატარა.
საარჩევნო უბნებთან ჩატარებული გამოკითხვის წინასწარი მონაცემებით, 18:00 საათისთვის ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა:
ნიკა მელიას ამომრჩეველთა ხმების 51% აქვს.
მელიას მთავარ მოწინააღმდეგეს, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატს, თბილისის მოქმედ მერს კახა კალაძეს კი - 49%.
რაც შეეხება სხვა ქალაქებს, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ზუგდიდი

ანზორ მელია - 53%
მამუკა წოწერია - 47%

ბათუმი

გიორგი კირთაძე - 51%
არჩილ ჩიქოვანი - 49%

რუსთავი

დავით კირკიტაძე - 53%
ნინო ლაცაბიძე - 47%

ქუთაისი

ხატია დეკანოიძე - 53%
იოსებ ხახალეიშვილი - 47%
დღეს საქართველოს მოსახლეობა 20 მერს და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევდა. როგორც მერების, ისე საკრებულოს დეპუტატების არჩევა პირდაპირი კენჭისყრით მოხდა.
20 მერის სავარძლისთვის 40 კანდიდატი იბრძოდა. თითოეულ ქალაქში გამარჯვებული გახდება ის კანდიდატი, რომელიც ამომრჩეველთა ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.