არჩევნები 2021

კალაძე VS მელია: ცნობილია 128 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმის შედეგი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 30 ოქტომბრის არჩევნების II ტურის პირველად შედეგების გამოქვეყნება დაიწყო
Sputnik
თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. თბილისში არსებული 769 უბნიდან ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შესულია 128 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმი, რომლის მიხედვითაც, არჩევნების მეორე ტურში კახა კალაძე ლიდერობს, იუწყება ცესკო.
კერძოდ, 128 უბნის მონაცემებით, კახა კალაძეს 56,012% აქვს, ხოლო ნიკანორ მელიას - 43,988%.
არჩევნები 2021
პაპუაშვილი: კრწანისის რაიონში კახა კალაძე დამაჯერებლად იმარჯვებს
გარდა ამისა, როგორც ცესკოს მონაცემებიდან ხდება ცნობილი, საოლქო საარჩევნო კომისიებში 23:00 საათის მონაცემებით 219 საჩივარია შესული. აქედან 133 წარდგენილია საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მიერ და 86 საჩივარი - დამკვირვებლების მიერ.
საჩივრები ძირითადად პროცედურულ დარღვევებს შეეხება.
დღეს საქართველოს მოსახლეობა 20 მერს და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევდა. როგორც მერების, ისე საკრებულოს დეპუტატების არჩევა პირდაპირი კენჭისყრით მოხდა.