არჩევნები 2021

მარგველაშვილი: ხმა მივეცი ჩემს ქალაქში ძარცვისა და ღირსების მიტაცების დასრულებას

გიორგი მარგველაშვილმა მოსახლეობას თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ეს თითოეული მოქალაქის ვალია.
Sputnik
თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკუთარი არჩევანი მთაწმინდის მე-6 საარჩევნო უბანზე, ჩიტაძის ქუჩაზე დააფიქსირა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მან ხმა ოპოზიციურ ცვლილებებს მისცა.

„მივეცი ხმა ჩემს უბნელს. მე მივეცი ხმა იმას, რომ თბილისში, ჩემს ქალაქში დასრულდეს ძარცვა და ადამიანის ქონების და ღირსების მიტაცება. ღვთის მადლით, საქართველოში უზენაესი არის საქართველოს მოქალაქის ნება“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ საკუთარი არჩევანი უნდა დააფიქსიროს.
საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
არჩევნები 2021
საქართველოს პრეზიდენტმა ერთიანობა, სიწყნარე და სიმშვიდე აირჩია
ქვეყნის მოსახლეობა 20 მერს და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს.
ქვეყანაში მეორე ტურისთვის 1.830 საარჩევნო უბანი გაიხსნა. მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებებში 6 და კოვიდ-ცენტრებში, საკარანტინო სივრცეებსა და თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის 29 სპეციალური საარჩევნო უბანი.
თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდა.