არჩევნები 2021

კობახიძე: „ქართული ოცნების“ კანდიდატები დამაჯერებლად იმარჯვებენ

კობახიძემ აღნიშნა, რომ ქვეყნის მაშტაბით მოსახლეობის აქტივობა საკმაოდ მაღალია, თუმცა მმართველი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებისთვის კიდევ უფრო მეტი აქტიურობაა საჭირო.
Sputnik
თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. მმართველი პარტიის კანდიდატები არჩევნებს 20 მუნიციპალიტეტიდან 18-ში მყარად იგებენ, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები კი ორ მუნიციპალიტეტში ახლოს არიან 50%-იან ზღვართან, განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
მისივე განცხადებით, საარჩევნო ოლქების უმრავლესობაში მაღალი აქტივობა ფიქსირდება. მიუხედავად ამისა, კობახიძემ მმართველი პარტიის მხარდამჭერებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.
„აუცილებელია კიდევ უფრო მეტი აქტიურობა, რათა არც ერთ მუნიციპალიტეტში არ დავუშვათ იმ პოლიტიკური ძალის გამარჯვება, რომელსაც ერთადერთ მიზნად ქვეყანაში არეულობის კერების შექმნა აქვს დასახული. არსებული მონაცემებით, უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი კანდიდატები მყარად იგებენ არჩევნებს“, - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
საქართველოს მასშტაბით თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, 15:00 საათის მონაცემებით ამომრჩევლის აქტივობა 31,82%-ია.
არჩევნები 2021
როგორია ამომრჩევლის აქტივობა - ცესკო 15:00 საათის მონაცემებს აქვეყნებს
ამ დროისთვის ხმა უკვე 664.573 ამომრჩეველმა მისცა. რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი აქტივობა პირველი ტურის მსგავსად კვლავ რაჭა-ლეჩხუმშია და 45,4%-ს შადგენს. ყველაზე დაბალი აქტივობა – 26,9% მცხეთა-მთიანეთშია.
ქვეყანაში მეორე ტურისთვის 1.830 საარჩევნო უბანი გაიხსნა. მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებებში 6 და კოვიდ-ცენტრებში, საკარანტინო სივრცეებსა და თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის 29 სპეციალური საარჩევნო უბანი.
თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდა.