თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მერების არჩევნებს 20–ვე მუნიციპალიტეტში იგებს, განაცხადა პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს მოქალაქეები დღეს 20 მერს და 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.
„ჩვენი აქტივისტებისგან 19:00 საათის მონაცემებით, ჩვენ არჩევნებს 20–ვე მუნიციპალიტეტში ვიგებთ“, – განაცხადა კობახიძემ.
საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება, რის შემდეგად დაიწყება ხმების დათვლის პროცესი.