არჩევნები 2021

თბილისში ბიულეტენების 10% დათვლილია: ლიდერობს კალაძე

ამ დროის მონაცემებით, მმართველი პარტიის კანდიდატი კახა კალაძე ოპოზიციის ლიდერ ნიკა მელიას 13%–ით უსწრებს
Sputnik
თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. საარჩევნო ბიულეტენების 10%–ის დათვლის შედეგებით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ლიდერობს.
ამ დროისთვის, კალაძეს ხმების 56,52% აქვს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ნიკა მელიას კი 43,47%.