არჩევნები 2021

„იმედის“ ეგზიტპოლი: კახა კალაძე – 57,2%, ნიკა მელია – 42,8%

ტელეკომპანია „იმედმა“ თვითმმართველობის არჩევნებზე ჩატარებული ეგზიტპოლის წინასწარი შედეგები გაავრცელა
Sputnik
თბილისი, 30 ოქტომბერი— Sputnik. მმართველი პარტია „ქართულიოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ლიდერობს, ასეთია ეგზიტპოლისშედეგები, რომელიც ამერიკულმა კომპანია GORBI–მტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩაატარა.
წინასწაარი მონაცემებით, კალაძეს ამომრჩეველთა ხმების 57,2% აქვს.
კალაძის მთავარ მოწინააღმდეგეს, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიას კი 42,8%.
დღეს საქართველოს მოსახლეობა 20 მერს და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევდა. როგორც მერების, ისე საკრებულოს დეპუტატების არჩევა პირდაპირი კენჭისყრით მოხდა.
20 მერის სავარძლისთვის 40 კანდიდატი იბრძოდა. თითოეულ ქალაქში გამარჯვებული გახდება ის კანიდატი, რომელიც ამომრჩეველთა ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.