არჩევნები 2021

ცესკოს პირველადი მონაცემები: კალაძე ლიდერობს

Sputnik
თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგების წინასწარი მონაცემების გამოქვეყნება დაიწყო.
23:00 საათის მონაცემებით, თბილისის 769 უბნიდან ორი საარჩევნო უბნის მონაცემებია დათვლილი. ეს ბიულეტენების 0,26%–ია.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა კახა კალაძემ ხმების 56,34%, „ნაცმოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ კი 43,66% მიიღო.