არჩევნები 2021

როგორია ამომრჩევლის აქტივობა - ცესკო 12:00 საათის მონაცემებს აქვეყნებს

30 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის მეორე ტური ტარდება. ქვეყნის მოსახლეობა 20 მერს და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს.
Sputnik
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მასშტაბით თვითმმართველობის მეორე ტურში, 12:00 საათის მონაცემებით ამომრჩევლის აქტივობა 17,18%-ია, ანუ არჩევანი 358.782–მა ადამიანმა გააკეთა. ინფორმაციას საქართველოს ცენტრალური საარჩვნო კომისია ავრცელებს.
რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი აქტივობა პირველი ტურის მსგავსად კვლავ რაჭა-ლეჩხუმშია და 24,6%-ს შეადგენს (3089 ამომრჩეველი).
ყველაზე დაბალი აქტივობა - 13,2% მცხეთა-მთიანეთშია (2218 ამომრჩეველი).
რაც შეეხება დედაქალაქს, აქ აქტივობა 16,5%-ს შეადგენს, არჩევანი 164.929 ადამიანმა გააკეთა.
არჩევნები 2021
ცესკო - მზად ვართ არჩევნების ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად
დედაქალაქში ყველაზე მაღალი აქტივობა დიდუბის ოლქშია, სადაც ბოლო მონაცემებით რეგისტრირებული ამომრჩევლებიდან ხმა 17.7%-მა მისცა. თბილისის მასშტაბით ამ დროისთვის ყველაზე დაბალი აქტივობა ისანშია - 14.8%
საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდა.