არჩევნები 2021

როგორია ამომრჩევლის აქტივობა - ცესკო 15:00 საათის მონაცემებს აქვეყნებს

30 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნების მეორე ტური ტარდება. ქვეყნის მოსახლეობა 20 მერს და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.
Sputnik
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მასშტაბით თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, 15:00 საათის მონაცემებით ამომრჩევლის აქტივობა 31,82%-ია. ინფორმაციას საქართველოს ცენტრალური საარჩვნო კომისია ავრცელებს.
ამ დროისთვის ხმა უკვე 664.573 ამომრჩეველმა მისცა. რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი აქტივობა პირველი ტურის მსგავსად კვლავ რაჭა-ლეჩხუმშია და 45,4%-ს შადგენს. ყველაზე დაბალი აქტივობა – 26,9% მცხეთა-მთიანეთშია.
არჩევნები 2021
ცესკოში საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე ისაუბრეს
რაც შეეხება დედაქალაქს, აქ აქტივობა 30,8%-ს შეადგენს, არჩევანი 308.856 ადამიანმა გააკეთა. დედაქალაქში ყველაზე მაღალი აქტივობა დიდუბის ოლქშია, სადაც ბოლო მონაცემებით რეგისტრირებული ამომრჩევლებიდან ხმა 34,2%-მა მისცა. ამ დროისთვის ყველაზე დაბალი აქტივობა ისანშია - 27,4%.
საქართველოში დღესადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართა.