არჩევნები 2021

როგორია ამომრჩევლის აქტივობა - ცესკო 10:00 საათის მონაცემებს აქვეყნებს

30 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის მეორე ტური ტარდება. ქვეყნის მოსახლეობა 20 მერს და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს.
Sputnik
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მასშტაბით თვითმმართველობის მეორე ტურში, 10:00 საათის მონაცემებით ამომრჩევლის აქტივობა 7.38%-ია. ინფორმაციას საქართველოს ცენტრალური საარჩვნო კომისია ავრცელებს.
ამ დროის მონაცემებით ხმა უკვე 154.163 ამომრჩეველმა მისცა. რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი აქტივობა პირველი ტურის მსგავსად კვლავ რაჭა-ლეჩხუმშია და 9,2%-ს შადგენს. ყველაზე დაბალი აქტივობა – 5.1% მცხეთა-მთიანეთშია.
არჩევნები 2021
ცესკო - მზად ვართ არჩევნების ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად
რაც შეეხება დედაქალაქს, აქ აქტივობა 7,4%-ს შეადგენს, არჩევანი 74.527 ადამიანმა გააკეთა. დედაქალაქში ყველაზე მაღალი აქტივობა გლდანის ოლქშია, სადაც ბოლო მონაცემებით რეგისტრირებული ამომრჩევლებიდან ხმა 7,8%-მა მისცა. ამ დროისთვის ყველაზე დაბალი აქტივობა ისანშია - 6.8%
საქართველოში დღესადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდა.